საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის, მთავარი ექსპორტიორი კი ისევ რუსეთია – ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს და წერს, რომ საქართველოდან, მიმდინარე წლის 9 თვეში 214.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9 თვეში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა.
ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ისევ რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია, ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნები შემდეგია:
· რუსეთი – $146.8 მლნ, 53 660 888 ლიტრი;
· პოლონეთი – $11.1 მლნ, 4 492 796 ლიტრი;
· უკრაინა – $8.8 მლნ, 3 190 528 ლიტრი;
· ყაზახეთი – $8.1 მლნ, 2 472 973 ლიტრი;
· ჩინეთი – $6.6 მლნ, 1 883 070 ლიტრი;
· აშშ – $5.9 მლნ, 994 262 ლიტრი;
· ბელარუსი – $5.1 მლნ, 1 823 685 ლიტრი;
· გერმანია – $4.5 მლნ, 1 011 249 ლიტრი;
· ლატვია – $3 მლნ, 816 106 ლიტრი;
· ლიეტუვა – $1.6 მლნ, 480 362 ლიტრი.
წყარო: მთავარი არხი