საფრანგეთი – საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩს გამართავს. პირველ ტურში, კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი ორლეანში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე (ადგილობრივი დროით 21:15) დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 15 ფეხბურთელით გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია
(ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), შაკო ცირამუა (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge