საფრანგეთი ლიბანში „ჰეზბოლასა“ და ს შორის ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი ლიბანში ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის 21-დღიანი, დროებითი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, – შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ინიციატივას მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და განაცხადა, რომ „ომი არ შედის არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის ინტერესებში“.
გაერო-ში -ის წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და რომ საჭიროებს რეალურ და ეფექტურ მექანიზმს ლურჯი ხაზის, ისრაელსა და ლიბანს შორის გაერო-ს მიერ შედგენილი დროებითი საზღვრის, ასამოქმედებლად.
„ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან წინადადებაზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ სიმშვიდემდე, დისკუსიებსა და დიპლომატიურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, -აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
უთანხმოების გადაჭრის მიზნით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, -ის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა, რათა განეხილათ მცდელობები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და უფრო ფართო ომის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, ლიბანური მხარის ინფორმაციით, ს საჰაერო თავდასხმებს 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰერცი ჰალევიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…