საფრანგეთის თასის ფინალში კვარაცხელიას უთამაშებლობა, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკი იყო, მაგრამ „ინტერთან“ მისი არყოფნა პსჟ-ისთვის დიდი დარტყმა იქნება – Sempreinter
„რეიმსთან“ საფრანგთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო დააკლდა, მაგრამ ეს, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკიც იყო, – ამის შესახებ გამოცემა Sempreinter-ი წერს.
„31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. ეჭვგარეშეა, რომ ამ სეზონში ეს ორი საუკეთესო გუნდია. ლიგა 1-ის ჩემპიონობის შემდეგ პსჟ-მა საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო. პარიზელები ფინალს კარგი განწყობით ელოდებიან და თავდაჯერებულნი არიან. თუმცა ერთი პრობლემა მაინც შეექმნათ – თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ლუის ენრიკემ მატჩიდან გაათავისუფლა. ეს, შეიძლება, უბრალოდ პსჟ-ის მწვრთნელის ხრიკიც იყო. თუმცა თუ კვარაცხელია „ინტერთანაც“ ვერ ითამაშებს, ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.
