საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა

2008 წელს საქართველო დაანაწევრეს, ხოლო 2014 წელს უკრაინის ჯერი დადგა, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ “ატლანტიკურ საბჭოზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას ფლორანს პარლიმ თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა.

„2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა, 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა,“ – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ფლორანს პარლიმ ისაუბრა ევროპის მიერ საფრთხეთა გაანალიზების და საერთო თავდაცვის აუცილებლობაზე. ასევე, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზე.

„დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს რუსული სიტყვაა – ვინ იცის რატომ. თუმცა, ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ,“ – განაცხადა ფლორანს პარლიმ.

">