საუდის არაბეთში ალკოჰოლის პირველი მაღაზია გაიხსნება

საუდის არაბეთში პირველი ალკოჰოლის მაღაზია გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროს თქმით, სამეფოს დედაქალაქ ერ-რიადში უახლოეს კვირებში ალკოჰოლური სასმელებით საცალო ვაჭრობის ობიექტი გამოჩნდება.
ახალი მაღაზია არაბული ქვეყნის დიპლომატიურ კვარტალში განთავსდება. ის მოემსახურება საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებს და წვდომა მხოლოდ არამუსლიმებს ექნებათ. ალკოჰოლის შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს მობილურ აპლიკაციაში, მიიღოს ავტორიზაციის კოდი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და არ გადააჭარბოს ყოველთვიურ შესყიდვის კვოტას.
ჯერ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა იქ შოპინგის სხვა არამუსლიმები. საუდის არაბეთში სხვა ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ მათი უმეტესობა აზიიდან და ეგვიპტიდან ჩასული მუსლიმი მუშები არიან – აღნიშნავს Reuters.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს