სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს გადახდის შემდეგ კაბუ საპატიმროს დატოვებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გირაოს სრული მოცულობის გადახდის შემდეგ, ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული მომღერალი საპატიმროს დატოვებს.
ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი კაბუ გუშინ, 27 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”