საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.
საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
„საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – 1 ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა.
აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ