საპარლამენტო დელეგაციამ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ბულგარეთში შეხვედრები გამართა

საპარლამენტო დელეგაციამ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ბულგარეთში შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ლევან ქარუმიძესთან და კომიტეტის წევრ სალომე ქურასბედიანთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხრისტო გაჯევს შეხვდა.
მხარეებმა ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ კუთხით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
სოფიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ბულგარეთის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ელენა შეკერლეტოვასთან და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ევროკავშირის საკითხებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეკატერინა დიმიტრუშევასთან.
ბულგარეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების