საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი ბადურაშვილი: ქალ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ამ ქა­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ვო­კა­ცია – ჩა­უ­შა­ლეს ადა­მი­ანს ქორ­წი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ნეფე-პა­ტარ­ძალს