“სანქციებს მოყვება შიმშილი… ვერც წამალს ვიყიდი… სანქციები გაგრძელდება” – კახა კახიშვილი

პოლიტიკოსი, კახა კახიშვილი, უცნობის კიდობანში, სანქციებზე, დასანქცირებულ ჩინოვნიკებზე საუბრობს, ამბობს, რომ “უაზროდ, რაღაც ერთი ფურცლით” დაასანქცირეს და ითხოვს, ბანკებმა არ გაითვალისწინონ სანქციები. ბანკებზე და სანქციებზე მსჯელობამ კახიშვილსა და უცნობს შორის ისე ჩაიარა, რომ არც ლონდონის ბირჟა უხსენებიათ, არც საერთაშორისო კანონები და წესები და არც ის უთქვამთ, ჩამოინგრევა, თუ არა, და რამდენ ხანში, ქართული საბანკო სისტემა, თუ ასე მოიქცევა.
კახიშვილი ამბობს, რომ როცა ადამიანს ანგარიში უყადაღდება, ის განწირულია შიმშილისთვის, უწამლობისა და უექიმობისთვის, ოპერაციასაც ვერ გაიკეთებს. წესით, ქართული ოცნება კი ეუბნება ხალხს, რომ პირველადი ც და ოპერაციებიც უფასოა, მაგრამ კახიშვილმა ნამდვილად უკეთ იცის, რა როგორ ხდება რეალურად. ცხადია, არც რესპოდენტი და არც წამყვანი არ საუბრობენ იმ ათასობით მოქალაქეზე, ვისაც საქართველოს სასამართლო უყადაღებს ანგარიშებს, თუ სესხის, თუ ჯარიმის გადაუხდელობის გამო.
კახა კახიშვილი:
დაასანქცირეს პირი და დაუყადაღა, პირობითად, საქართველოს ბანკმა ანგარიში, აქვს კრედიტი, რომ დაიყადაღა, კრედიტს ხომ ვერ გადაიხდის? დღეს რომ ხელისუფლებაში ხარ და ის ვერ გაარკვიე, შენს კრედიტს რა ბედი ეწევა, ხელისუფლებიდან რომ წახვალ შეიძლება ექვსი ნოლი მოამატონ და ისე გადაგახდევინონ. ჩვეულებრივმა ჩინოვნიკმა რა ქნას? არ ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკური თანამდებობები ვისაც უკავია, თავის გზებს გამონახავენ, მაგრამ მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა, მოსამართლეებმა რა ქნან? ბრიტანეთის პარლამენტმა რაღაცა მიიღო და ავტომატურად საქართველოს ბანკმა, 5 წუთში ეს ასახა, ეს არაკანონიერია, რისთვის ვართ, აბა, ხელისუფლება? ბრიტანულმა ბანკმა ხვალ ყველა რომ დაგვასანქციროს მერე რა ვქნათ? არღვევ ევროპის კონვენციას, მიზღუდავ სიცოცხლის უფლებას, როდესაც წვდომას არ მაძლევ თანხაზე, ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი, ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი, თუ ავადა ვარ, უნდა მოვკვდე? ეს არ არის კონვენციის დარღვევა? ო, სანქცია არაფერი არაა, როგორ არაა, არის! ფულის გაყინვას მოყვება შიმშილი, ჯანმრთელობის უფლების გარეშე დატოვება… ეს ასე გაგრძელდება და ამ მიზნის მიღწევა სურთ, ასანქცირებენ მათ, ვისაც რაღაც ბერკეტები აქვთ წესრიგის დამყარების, ეკონომიკის შექმნის… უნდათ შიგნიდან გასკდეს სიტუაცია. ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და ამას გაუძლებს და ვიღაცას ბოლოს ოჯახი ეტყვის, ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ “ქართულ ოცნებას”, მოდი, წამოდი აქედან. შიგნიდან უნდათ გახეთქონ და რატომ აძლევენ ამის საშუალებაა? ბოლო-ბოლო, ავდგეთ და დავასანქციროთ ბრიტანეთის პარლამენტის წევრები,. იმათ დაასანქცირეს ჩვენები, ჩვენები ხელფასს ვერ იღებენ, ჩვენ რომ დავასანქციროთ, ვინმე ეტყვით ბანკში, ხელფასს არ მოგცემთ, საქართველომ ესე თქვაო?
ასევე, უცნობმა და კახიშვილმა ისაუბრეს უნგრეთზე, სადაც ნაღდი ფულით გადახდა ფუნდამენტურ უფლებად დაწესდა, კახიშვილმა თქვა, რომ უნგრეთმა ეს ცვლილება, სავარაუდოდ, სანქციებისგან თავის დასაცავად მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა ჰქონდეთ ჩინოვნიკებს უფლება, დაყადაღებული ანგარიშებიდან ნაღდი ფული გამოიტანონ ან შეიტანონ.
ამ საუბარმა, გაგვახსენა, ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადება, რომ არაა “აუცილებელი ბარათები გქონდეს” და რომ ნაღდი ფულის ტარება სჯობს, მართალია, მალევე ეს განცხადება უარჰყვეს, კომენტარები აკეთეს, თუმცა, როგირც ჩანს, მართლაც ფიქრობს ქართული ოცნება ამაზე:
“არაა აუცილებელი ბარათი გვქონდეს” – “ოცნება” VISA-ს და Mastercard-ის “გავლენის შემცირებას” გეგმავს

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე – ვიბრძოდი იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილიყო – იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვიღაცას თავზე შემოესკუპებინა მურუსიძე-ჩინჩალაძე, შემდეგ კი მათი ხელით დაესაჯათ ახალგაზრდები და ჩაესვათ ციხეში