სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლიმ განაცხადა.
„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ეს უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა იუნ სუკ იოლიმ.
მისივე თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნის“.
„მაშინ, როცა უკრაინაში ომი მესამე წელია გრძელდება, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ იქ ჯარებიც განათავსა“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან