სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ „დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი სხვადასხვა დისტანცია – 3კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო – 5 კმ-იანი და რთული – 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს. ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურებიც გადაეცათ.
მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.
საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხები სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი-აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. შეხვედრაზე სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ და მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ