სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა

სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა.
ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდული მოძრაობა ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპული მომავლის და მისწრაფებების დაცვაზე.
“ჯენზი თებერვალში დაფუძნდა და ახალგაზრდები გააერთიანა, რაც არაფორმალურ განათლებას ემსახურება. არაფორმალური განათლება ჩვენ გვაძლევს იმას, რომ თითოეული ახალგაზრდა ცივილიზებული და პროფესიული საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს. “ჯენზი” დღეს ოფიციალურად დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე და მისწრაფებებზე. “ჯენზი” ყოველთვის ევროპული კურსის დასაცავად იდგება”, – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი გოგიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე