სამთავრობო მედია: კობახიძე პრემიერი ხდება, ღარიბაშვილი ოცნების თავმჯდომარე

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირაკლი ს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
ასევე, პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს.
ტელეკომპანია იმედის ცნობით, 24 იანვარს ჩატარებულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობა ორჯერ დაიკავა. პრემიერმინისტრის პოსტზე პირველად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა ის ორ წელში, 2015 წელს დატოვა. შემდგომში, ის ამავე თანამდებობაზე 2021 წლის 18 თებერვალს აქამდე მოქმედი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ წარადგინეს. 23 თებერვალს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ