“სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა” – დავით თარხან-მოურავი

რო­გორც ირ­კვე­ვა, წმინდა მატრონას ხატი, სადაც სტალინია გამოსახული, სამების ტა­ძარს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დერ­მა და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა შეს­წი­რა, მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომლის ტექსტურ ვაროანტს ,,ამბები.ჯი” ავრცელებს:
“ნე­ტა­რი მატ­რო­ნა არის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წმინ­და­ნი, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი აას­რუ­ლა და ახ­ლაც უამ­რავ სას­წა­ულს ახ­დენს.
მისი ხა­ტე­ბი არის ათო­ნის მთა­ზე, იე­რუ­სა­ლიმ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში. მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.
სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, არის წმინ­და მატ­რო­ნას, დედა მატ­რო­ნას დიდი ხატი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მე შევ­წი­რე. ამ ხატ­ზე არის გა­მო­სა­ხუ­ლი დედა მატ­რო­ნას ცხოვ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი – ერთ-ერთი ფრაგ­მენ­ტი, ეს არის ფრაგ­მენ­ტი რო­დე­საც იო­სებ სტა­ლი­ნი მი­ვი­და დედა მატ­რო­ნას­თან. ეს ფაქ­ტი აღ­წე­რი­ლი არის მატ­რო­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფის მიერ, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლი იყო ამ მოვ­ლე­ნის. რო­დე­საც ფა­შიზ­მი მძლავ­რობ­და და ფრონტზე იყო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა, იო­სებ სტა­ლი­ნი, რო­მე­ლიც ებ­რძო­და ეკ­ლე­სი­ას, დევ­ნი­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას, თავი და­იმ­დაბ­ლა და მი­ვი­და დედა მატ­რო­ნასტთნ და და­ინ­ტე­რეს­და ბრძო­ლის ბე­დით, ომის ბე­დით.
მატ­რო­ნამ უთხრა, რომ ფა­შიზ­მი და­მარ­ცხდე­ბა და მის­ცა რჩე­ვა, ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­ე­ტა­ნა. ეს ფაქ­ტი აღ­წე­რი­ლი არის მატ­რო­ნას ბი­ოგ­რა­ფი­ის დო­კუ­მენ­ტებ­ში.
ხატი გა­ი­ტა­ნეს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა იბ­რძო­ლა და გა­ი­მარ­ჯვა. მერე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მო­ი­გო. ძი­რი­თა­დი ქვე­ყა­ნა რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის წვლი­ლი აქ იყო უზარ­მა­ზა­რი. 10 % ჩვე­ნი მა­მა­კა­ცე­ბი­სა და­ი­ღუ­პა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც არის.
ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მატ­რო­ნას ხატ­ზე, გვიჩ­ვე­ნებს უბ­რა­ლო რა­ღა­ცას, სტა­ლი­ნი, რო­მელ­საც ღმერ­თის არ სწამ­და, ღმერ­თს ებ­რძო­და, როცა გა­უ­ჭირ­და, თავი და­იმ­დაბ­ლა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი სა­ხით თავი და­იმ­დაბ­ლა და მი­ვი­და მატ­რო­ნას­თან. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად ღმერ­თთან მი­ვი­და. აი, ამას ასა­ხავს და სხვა არა­ფერს და ვინ­მე ჭიღ­ლა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვის თავს დე­კა­ნოზს ეძა­ხის და ყოვ­ლად უზ­ნეო და გახ­რწნი­ლი კა­ცია, ვინ­მე ჭიღ­ლა­ძის და­წე­რილ ტექ­სტებ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­სტე­ბის აგე­ბა. მასე დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ხატ­ზე, და­მარ­ცხე­ბუ­ლი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე, ახლა რა ვქნათ, წმინ­და გი­ორ­გი ხა­ტე­ბიც მოვხსნათ?! ფრეს­კა არის მო­წა­მე­თას მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც მწა­მე­ბე­ლი ხა­სი­მი ბრძან­დე­ბა ტახ­ტზე და და­ვით და კონ­სტან­ტი­ნეს აწა­მებს. რა ვქნათ, წავ­შა­ლოთ ის ფრეს­კა?
100 000 მო­წა­მის ხა­ტია, სა­დაც ჯა­ლა­თე­ბი ხმლე­ბით დგა­ნან დი­დე­ბუ­ლად წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი და ჩვენს წმინ­და მო­წა­მე­ებს თა­ვებს კვე­თენ, რა ვქნათ, ეს ხა­ტე­ბი დავ­წვათ?
ხატ­ზე გა­მო­ხატ­ვა სტა­ლი­ნის, არც და­ნა­შა­უ­ლია და არც ნე­გა­ტი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ატა­რებს. ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ის არის, რომ ეს ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად იყო, მე­ო­რე – და­იმ­დაბ­ლა იმ ურ­წმუ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ღმერ­თის წი­ნა­შე თავი, მი­ვი­და მატ­რო­ნას­თან რჩე­ვის­თვის. აი ამას გა­მო­ხა­ტავს და ყვე­ლა­ფე­რი სხვა და­ნარ­ჩე­ნი არის სპე­კუ­ლა­ცია”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც