2024 წლის IV კვარტალში საქართველოში 285 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (69.1 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (11.9 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.5 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.2 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.5 პროცენტი), კახეთის რეგიონში (2.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.1 პროცენტი), გურიის რეგიონში (0.4 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.4 პროცენტი).
2024 წლის IV კვარტალში მომსახურება გაეწია 321 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 569 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 395 კაცით განისაზღვრა. 2024 წლის IV კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 72.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 35.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.0 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 19.7 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 11.7 პროცენტი – თევზეული, 3.8 პროცენტი – რძის პროდუქტები და 6.4 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2024 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.6 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 26.9 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 50.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.1 მლნ. ლარი შეადგინა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6.6 მლნ ლარი იყო.
2024 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 138.3 მლნ. ლარის ღირებულების (21.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 32.8 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 23.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 44.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 53.7 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (33.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.1 პროცენტი) და თევზეულზე (9.3 პროცენტი) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 58.8 პროცენტს, ნოემბერში – 57.9 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.1 პროცენტს.
