სალომე სიმონია: ან უკლებლივ ყველამ უნდა აღიაროს რომ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ხელს აფარებდნენ ან არ იცოდნენ და ეძინათ

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 602,900 ლარის საათების კოლექციის გარდა, რომელიც არც ერთ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. (კანონით უნდა მიეთითებინა)
● ასევე, ფლობს 522,700 ლარის უძრავ ქონებას, რომელიც 2009-2011 წლებშია ამ ფასად შეძენილი.
● როგორც დეკლარაციებში ჩანს, 2011 წლის შემდეგ ოჯახს არანაირი სხვა შენაძენი არ გაუკეთებია.
● მხოლოდ 2022 წელს, მეუღლეს 76,500 დოლარად მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი ბაკურიანში.
● ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრება, 6000-მდე კვ.მ. ტყე 49 წლით გადასცეს.
● ასევე, ფლობენ 121,600 ევროიან 2 ავტომობილს
● 109,500 ლარი გადაიხადა შვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებაში.
● შვილის სწავლის საფასური პენსილვანიის უნივერსიტეტში 72 ათასიდან 100 ათას დოლარამდე მერყეობს წელიწადში.
● 50,000 ლარი ნაღდი ფულის სახით აქვს შენახული.
● 350,000 ლარი მშობელმა აჩუქა, ბოლო 2 წელში.
● 114,000 ლარი მოგზაურობაში დახარჯა 2 წელში.
● 95,400 ლარი შვილების 2 წლის სწავლის საფასური საქართველოში.
● ღარიბაშვილის სიდედრმა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით და სესხის გარეშე იყიდა 2018 წელს.
● ღარიბაშვილი 2018-2019 წლებში ვანო ჩხარტიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე მთავრობაში ხელახლა დააბრუნებდნენ.
❗️ივანიშვილს მართლა კორუფციასთან ბრძოლა რომ აინტერესებდეს, მეორედ არ მოაბრუნებდა ამ კაცს ქვეყნის მმართველად, როცა, თურმე 12 წლის მანძილზე ყველა დონეზე და ყველა სფეროში კორუფცია და ნეპოტიზმი ჰყვაოდა/ჰყვავის. ან უკლებლივ ყველამ უნდა აღიაროს რომ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ხელს აფარებდნენ ან არ იცოდნენ და ეძინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა