სალომე ზურაბიშვილი – პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე – ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, -სა და ს პრეზიდენტების, სა და ს სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე.
„პუტინი დათანხმდა “შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატალეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო