სალომე ზურაბიშვილი: თეატრალური ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!

“თეატრალური ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!
ინსტიტუტის რექტორი შალუტაშვილი მახსენდება იმით, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა!” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ