“საკუთარი აზრის გამოთქმის გამო “ვისჯები” – მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

“საკუთარი აზრის გამოთქმის გამო “ვისჯები” – მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს
თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, ნუცა ბრეგვაძე გაათავისუფლეს.
მისი თქმით, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო “ისჯება”.
“2025 წელი, 21-ე საუკუნეა და საკუთარი აზრის გამოთქმის გამო “ვისჯები”. დღეიდან თურმე აღარ ვარ საჭირო კადრი. დასრულდა ჩემი და მერიის არქიტექტურის სამსახურის 7-წლიანი თანამშრომლობა. მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ პერიოდში მივიღე და მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს, როგორც არასდროს, ზუსტად ვიცი სწორ გზაზე ვარ. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღე ყოფილა, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება, ასეთი უსამართლობა არასოდეს მიგრძნია. ერთი კაცის ეგოს მორგებული ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუციები დიდ ხანს ვერ გაძლებს, საკუთარ სიმცირეს ვერ მორეულნი სხვების დამცირებას ცდილობენ, მაგრამ, რომ იცოდე, 229 კაცზე ბევრად მეტნი ვართ “ფრატელო” – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია