საკრებულოს სხდომაზე ნაჩვენები უზუსტობის გამო ბათუმის მერმა ბოდიში მოიხადა

ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ნაჩვენები ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა – საკრებულოს სხდომაზე მერს ანგარიში ჰქონდა, რა დროსაც მონიტორზე ფოტო აჩვენეს, რომელზეც ევროკავშირის დროშა რუსეთის რუკაზე იყო დატანილი.
ფაქტი ოპოზიციამ გააპროტესტა, საკრებულოს სხდომა დატოვა და მერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ამის შემდეგ მერმა განმარტება გააკეთა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს გრაფიკოსების მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა იყო, რისთვისაც ბოდიშს იხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს