საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული
ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რომელიმე მხარე იმარჯვებს, სწორი და რელევანტური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, სა და ს სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მთავარი თემაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში იყოს შენარჩუნებული.
„ამაში ევროკავშირიც არის დაინტერესებული, საფრანგეთიც. რა საკვირველია, პირველ რიგში საქართველოა დაინტერესებული. ამ თემებზე იყო საუბარი ერთი საათი, ძალიან ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც ს საკითხზე. საინტერესო საუბარი შედგა და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული, რასაც მაგალითად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს, რომ დაპირისპირება და გადატრიალების მცდელობები არ შეჩერდეს, რბევა და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, რაც მისასალმებელი და კარგია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა