საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ

საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X ნატოს სამიტის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით, წელს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე არაფერი თქმულა.
„საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც სიტყვით გამოვიდნენ ზელენსკი, რუტე, კოშტა და ფონ დერ ლაიენი, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ. რადიკალურად განსხვავდება ვილნიუსის 2023 წლისა და ვაშინგტონის 2024 წლის სამიტებისგან“, – წერს იოზვიაკი.
Previous: არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში

ასევე დაგაინტერესებთ

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება