საია საპროტესტო აქციაზე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია – ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას,- ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.
„გასული ღამის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.
ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას. მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.
ადვოკატები ელოდებიან დაკავებულთა იზოლატორებში დარეგისტრირების პროცედურის დასრულებას, რათა შეძლონ მათთან შეხვედრა და გასაუბრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.