საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს დასრულდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს დასრულდება. აღნიშნული განცხადება მ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მაუწყებლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა
„ეს იქნება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობა არა იმიტომ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს პირობები გაუუმჯობესდებათ, არამედ ეს იქნება კინო-ტელეგადაღებებისთვის და ფილმებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ