სავარაუდოდ, ღარიბაშვილს გადააყენებენ, პრემიერი კი კობახიძე გახდება

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები “ქართულ ოცნებაში” – გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ. მის ნაცვლად კი, ს დანიშნავენ.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე “ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს. საკადრო ცვლილები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, მეორე ვერსიით ეს თანამდებობა შესაძლოა ს შვილმა – უტა ივანიშვილმა დაიკავოს.
პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს.
ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე (2013–2015), ასევე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.
ირაკლი პარტიის “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ამასთან, კობახიძე საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან