უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია Emaar ჯგუფის Eagle Hills-ი საქართველოში $5.5 მილიარდიანი ინვესტიციით ორი პროექტს – „კრწანისის პარკი“ თბილისში და „გონიო მარინა“ ბათუმში განახორციელებს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, განსახორციელებელი პროექტი კრწანისის ტყე-პარკს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
როგორც რენდერებიდან ირკვევა, გონიოს პროექტი იახტკლუბს და რამდენიმე მრავალსართულიან შენობას გულისხმობს.
ცნობისთვის, EMAAR-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორის ბურჯ ხალიფაც შედის. ჯგუფი UAE-სა და სპარსეთის ყურის რეგიონში მსხვილ მრავალფუნქციურ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს.
ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს EMAAR-ის წმინდა მოგებამ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
