საგარეო: ვაზუსტებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აზუსტებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაქოში ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 35 წლის კაცი, რომელიც ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყო.
“15 იანვარს ქ.ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე .. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24.