საბავშვო ევროვიზია ისევ საფრანგეთმა მოიგო

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მასპინძელი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ზოი კლოზიურმა, სიმღერით Cœur, ჟიურისა და მაყურებლისგან ჯამში 228 ქულა მიიღო და თავის ქვეყანას საბავშვო ევროფესტივალზე ზედიზედ მეორე (ჯამში კი მესამე) გამარჯვება მოუტანა.