საბადურის ტყეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ორი ადამიანი.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
