საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმში. პირველ ივნისს კი მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა.
ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა გაბუნიას შეხვდნენ და ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საელჩოს დაფარვის არეალში არსებულ ქვეყნებში საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია დაესწრნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით