“საარტილერიო კოალიციის” შეხვედრის წინ საფრანგეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდის 78 ჰაუბიცას

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს თქმით, საფრანგეთი აწარმოებს და მომავალი წლის დასაწყისამდე უკრაინას მიაწვდის Caesar-ის ტიპის 78 ჰაუბიცას, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად გააძლიეროს კიევის საარტილერიო შესაძლებლობები.
გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში – რომელიც გამოქვეყნდა უკრაინის საკითხზე მომუშავე ე.წ. “საარტილერიო კოალიციის” 18 იანვრის შეხვედრის წინ – ლეკორნიუ ამბობს, რომ პირველი ექვსი Caesar-ი, რომლებიც საფრანგეთის არტილერიის სიმბოლოა და 40 კილომეტრზე მეტ რადიუსზე შეუძლია ობიექტების მიზანში ამოღება, უკრაინას უკვე მომავალ კვირებში მიეწოდება.
ამ ტიპის ჰაუბიცების პირველი პარტია უკრაინამ 2022 წლის მაისში მიიღო და მას შემდეგ მათ ფრონტის ხაზზე იყენებს.
“საარტილერიო კოალიცია” წარმოადგენს -ის და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფს და მოიცავს 23 ქვეყანას. კოალიციის შეხვედრას 18 იანვარს ლეკორნიუ უმასპინძლებს პარიზში. ეს ინიციატივა, თავის მხრივ, ნაწილია რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფისა, რომელიც უკრაინის 50 მოკავშირეს აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)