სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს “ნაციონალური მოძრაობისა” და სგან.
როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება “ნაციონალური მოძრაობის” დამგმობი განცხადებებიც.
“სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ოპოზიცია ახლა არანაირ ერთობაზე არ ფიქრობს, მათი ყველა ნაწილი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ, ის რაც 3 წლის წინათ სააკაშვილით დაწყებული იყო წმინდა, დღეს იქნება საგინებელი. მიხეილ სააკაშვილი ვითარებას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ სთავაზობს ამ კომიტეტის შექმნას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიების ზემდგომი კიდევ ერთი ორგანო. ეს არის სააკაშვილის მცდელობა რამენაირად კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს ეს აღარ გამოუვა. მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მათ ინტერესებში აღარ არის,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი