სააკაშვილი ბევრად უკეთ გამოიყურება – სახალხო დამცველი

სააკაშვილი ბევრად უკეთ გამოიყურება – სახალხო დამცველი
„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე, მოვინახულე ც და ვესაუბრე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, თუმცა გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა ვიზიტისას.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არამხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველასას მიმართ, აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით