რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ

რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სხვა ქვეყნებს ასეთი წესები უკვე აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მაგალითს სხვებიც მიჰყვებიან. ვიმედოვნებთ, რომ ს ფედერაცია ამას, როგორც სერიოზულ გამაფრთხილებელ სიგნალს, ისე მიიღებს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისივე თქმით, შეზღუდვები როგორც პოლონეთში რუსეთის საელჩოს, ისე საკონსულოს თანამშრომლებს შეეხებათ. რუსი დიპლომატები გადაადგილებას მხოლოდ მაზოვიაში შეძლებენ, ხოლო კონსულები იმ სავოევოდოებში, სადაც თანამდებობებს იკავებენ.
რადოსლავ სიკორსკიმ მიღებული გადაწყვტილების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ვარშავას პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების ორგანიზებაში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე