რუსული მხარის ინფორმაციით, 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს – სამ აეროპორტში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის ივანოვოს, ნიჟნი ნოვგოროდისა და იაროსლავის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „როსავიაციის“ წარმომადგენელმა, არტემ კორენიაკომ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.
ამასთან, ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთი რეგიონის თავზე 34 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, 15 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 8 – ბრიანსკის ოლქში, 7 – ორიოლის ოლქში, 3 – ვლადიმირის ოლქის თავზე, ერთი კი – ბელგოროდის ოლქში.