რუსული მედია: საქართველოს ნაკრებს 2025 წელს რუსეთის ნაკრებთან თამაში შესთავაზეს

თბილის მერს და ყოფილ ფეხბურთელს ს და ოცნების მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ასევე ყოფილ ფეხბურთელ — მიხეილ ყაველაშვილს შესთავაზეს, რომ 2025 წელს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ს ნაკრებთან ითამაშოს, — ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ლეგენდარულმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა მომავალ წელს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოწყობა.

მისი თქმით, მან წერილი უკვე გაუგზავნა თბილისის მერს კახა კალაძეს და ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს.

“გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!” — განაცხადა სპარტაკისა და ტორპედოს ყოფილმა მეკარემ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში

ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მითოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს