Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ყველაზე მდიდარი რუსების ქონება 24,586 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება წინა თვეს, მხოლოდ ივნისში ეს მაჩვენებელი 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
კაპიტალის ყველაზე დიდი ზრდა Норникел-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა დააფიქსირა – 3,83 მილიარდი დოლარი. ახლა მისი ქონება 31,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. პოტანინი რეიტინგში 65-ე ადგილზეა.
შემოსავლის მიხედვით მეორე ადგილზეა Metalloinvest-ის აქციონერი ალიშერ უსმანოვი – წლის პირველ ნახევარში ის 3,17 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალი 16,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. უსმანოვი რეიტინგში 148-ე ადგილზეა.
ცნობისთვის, ინდექსში შესულია პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანი, მათ შორის 21 რუსი.
