რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “დანიშნეთ , არ გავჩერდებით”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 85-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მო­ბილს 13 წლის მო­ზარ­დი მარ­თავ­და… – “შაკოს ოჯახს გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ხურავს, რადგან მკვლელი არის 13 წლის… გართობას ბიჭის სიცოცხლე შესწირა”… ავარიას შეწირული 31 წლის ბიჭის საქმის დეტალები