რუსთაველზე მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ტრანსპარანტები წარწერებით: “ხელოვნება იწყება თავისუფლებით”, “შეიძლება გაგვაჩუმოთ, მაგრამ ვერ გაგვაჩერებთ”.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი , დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
მანამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას BTU-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორებიც აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი