რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

პეტერბურგში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა. გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკომ 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა, მეორე დღეს კი ის სახლიდან გასვლისას დააკავეს.
როგორც გამოცემა Meduza წერს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მღვდელი პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს”, – განაცხადა დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ს ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა.