რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

პეტერბურგში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა. გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკომ 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა, მეორე დღეს კი ის სახლიდან გასვლისას დააკავეს.
როგორც გამოცემა Meduza წერს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მღვდელი პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს”, – განაცხადა დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!