რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი გაუშვა

16 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულები 136 დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
საჰაერო თავდაცვამ 51 დრონი ჩამოაგდო სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკივის, ჟიტომირის, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქების თავზე.
კიდევ 60 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში “ლოკაციურად დაიკარგა”. ამასთან, ინფორმაციის გავრცელების დროს, შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ 20 დრონი ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.
ტერნოპოლის ოლქში რუსული დარტყმის შედეგად საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებული არავინაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა