რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია

რუსეთმა ს 280 დრონითა და რაკეტით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 272 დრონი, ორი Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 140 რუსული დრონი, სამი „ისკანდერ-K“-ს ტიპის რაკეტა, ერთი „კინჟალისა“ და ერთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, 112 დრონი და თითო „ისკანდერ-K“-ს, „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტა ლოკაციურად დაიკარგა.
რუსების თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო.