რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა “რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.

“რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ბგანბამ.

რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე