რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
რუსული პრესის ინფორმაციით, რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა, საერთაშორისო არენაზე 2026 წლის თებერვალში დაბრუნდეს. FIFA და UEFA განიხილავენ რუსეთის ქალთა ნაკრებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის უფლების მიცემის შესაძლებლობას.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნეიტრალური დროშით მიიღებს მონაწილეობას.
თავად თამაშები შეიძლება რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს. შესაძლო ვარიანტებს შორისაა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
მოთამაშეებს უკვე ეცნობათ ამ შესაძლებლობის შესახებ და მოუწოდეს, მოემზადონ საერთაშორისო არენაზე დაბრუნებისთვის. შესარჩევი ეტაპი 2026 წლის თებერვალში დაიწყება.
“უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე… სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე…” – ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე




