რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიცია მივიდა გეი-კლუბში, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის პოლიცია სპეცდანმიშნულების რაზმის და კინოლოგების თანხლებით მივიდა ქალაქის გეი-კლუბში, სახელწოდებით Fame-ი, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა.
ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენრვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ Ura.ru.-ზე დაყრდნობით. პოლიციის ცნობით, მათ ასამდე პირი შეამოწმეს, კონფისკაცია გაუკეთეს ცხრა ლიტრ უაქსიზო ალკოჰოლიან სასმელს, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
რეიდში მონაწილეობდა მოძრაობა „სახალხო კონტროლის“ კოორდინატორი, დმიტრი ჩუკრეევი, რომელმაც ანგარიშში დაწერა, რომ შემოწმების დროს კლუბში „იმართებოდა თემატური საღამო, რომლის დროსაც კაცები ქალებად იყვნენ გადაცმული და როლებს თამაშობდნენ“. პოლიციამ კონფისკაცია გაუკეთა არარეგისტრირებულ ალკოჰოლიან სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმს. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე,
ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, მიიღო არარსებული “საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის” აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. „მედიაზონის“ ინფორმაციით, სარჩელი ბრალდებულის გარეშე განიხილებოდა, სასამართლოს სხდომაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ