რუსეთის არმიაში ჯარისკაცი კანიბალიზმში გამოიჭირეს — ვიდეო

რუსეთის არმიაში ჯარისკაცი საკუთარი თანამებრძოლის ჭამაში გამოიჭირეს ფაქტს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს.

“არავინ არსად გაქცეულა, “ბრელოკმა” შეჭამა და მერე კიდევ ორი კვირა ჭამდა, ნა…ი”, — ამბობს ს შეიარაღებული ძალების 68-ე მოტორიზებული ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის ერთეულის მეთაური მეორე პირთან საუბრისას.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოგვიანებით კანიბალი რუსი ჯარისკაციც გარდაცვლილი იპოვეს. “ბრელოკი” და “ფომა” 52-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც 68-ე მოტორიზებული ბრიგადის შემადგენლობაშია. ეს ერთეული კუპიანსკის მიმართულებით, სოფლების ზაპადნოესა და ლიმან პერშის მიმდებარედ მოქმედებს.

“კანიბალიზმი კიდევ ერთი დასტურია რუსი ოკუპანტების ღრმა მორალური და ფსიქოლოგიური დეგრადაციისა, რომლებიც უკვე თავად საკუთარ სიცოცხლესაც აღარ სცემენ პატივს,” — წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ