რუსეთის არმიამ 25 სექტემბრის ღამით იერიში მიიტანა უკრაინის რეგიონებზე

25 სექტემბერს, ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებს და სოფლებს ცეცხლი დაუშინა. სულ აღრიცხულია 8 სარაკეტო იერიში და 32 დრონით თავდასხმა.
ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იტყობინება რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. სამი დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, 48 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სამსახურის თანახმად, რუსეთმა 25 სექტემბრის ღამით გაუშვა სხვადასხვა ტიპის 7 რაკეტა და 32 დრონი. საჰაერო განგაშის სისტემა ამოქმედდა ქვეყნის ათ ოლქში, თუმცა ცნობაში ზაპოროჟიე არაა მოხსენიებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 სექტემბრის თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გაეროს მონაცემებით, ორწლიანი ომის განმავალობაში, უკრაინაშია დაიღუპა ათი ათასზე მეტი ადამიანი, დაშავებულია ოცი ათასამდე პირი.
გაეროს დოკუმენტირებული აქვს ასევე სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის ქმედება, “როგორიცაა სიკვდილით დასჯა, წამება, გატაცება, სასტიკად მოპყრობა და თვითნებური დაპატიმრება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას